რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - თემაზე შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს რელიგიასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომებზე, საკულტო ნაგებობის მშენებლობასა და ამ კუთხით თვითმმართველობის ჩართულობაზე.
ასევე განიხილეს რელიგიური პირების უკანონო მიყურადების საკითხიც.
დახურულ შეხვედრას ადგილობრივი რელიგიური გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა იუსეიდის ოფისში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.