თავდაცვის მინისტრის მილოცვა

01 იანვარი 2017, 00:00 1493 ნახვა

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად შეხვდნენ.  მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი, 2017 წლის დადგომა პირადად მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო - საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს. პირდაპირი ჩართვა ავღანეთიდან და მალიდან, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან განხორციელდა. ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და აღნიშნა რომ მათი ყოფნა საერთაშორისო მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენცია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან განხორციელდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და მალი ბამაკოში იმყოფებიან.

ამავე კატეგორიაში