აქციაზე დაკავებულებს ნარკო-თრობას ედავებიან

08 მაისი 2022, 20:04 1246 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 25-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.

პროკურატურა ბრალდებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

25-დან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასთან ერთად 2-ს ბრალი ედება მარიხუანას შეძენა-შენახვაში.

გამოძიება გრძელდება, ჩაინიშნა მორიგი სასამართლო პროცესები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში