არჩევნები ცხინვალში

08 მაისი 2022, 20:00 767 ნახვა

ვინ გახდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტი ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ხმებს დაითვლიან.  დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის  ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი.

პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მისცა მოსახლეობის თითქმის 35%-მა, ხოლო გაგლოევს - 38,55%-მა. გაგლოევს მხარს უჭერს მეორე ტურში ვერ გადასული სამივე კანდიდატი, მათ მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა კი ჯამში 60 პროცენტს შეადგენს.

დე-ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 32 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, დაბეჭდილია 40 000 ბიულეტენი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი