 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            