შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მხარდამჭერი სერვისები - დისკუსია 

05 მაისი 2022, 14:03 795 ნახვა

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  დამოუკიდებელი ცხოვრება, გამოწვევები და მხარდამჭერი სერვისები“- ამ თემაზე ბათუმში ევროპის დამოუკიდებელი  ცხოვრების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება იმართება. 

ირკვევა, რომ  სერვისების ხელმისაწვდომობა და დასაქმება, პრობლემების სათავეშია.  შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს,  თუმცა აღსრულების დონე ძალიან დაბალია.

პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა განათლების  მხრივაც, რაც შემდგომში ადამიანებს დასაქმების ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.   

ღონისძიების ორგანიზატორი „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისაა“.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი