საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი 

04 მაისი 2022, 15:01 2243 ნახვა

ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყების წინ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალსა და ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პოსტ პანდემიურ პერიოდში ბიზნეს ფორუმი უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ახალი ინვესტიციებისთვის.  საინვესტიციო ფორუმს ესწრება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე.

როგორც მილოშ ვისტრჩილიმ  სიტყვით გამოსვლისას  აღნიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ფორუმის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციების, რეგიონის ეკონომიკის ძირითადი პარამეტრების შესახებ. 

ფორუმის დაწყებამდე ორ ქვეყნის წარმომადგენლებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

ბიზნეს ფორუმს ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოსა და ჩეხეთში ლოჯისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიების 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი