დაკავება ოჯახში ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 

03 მაისი 2022, 13:55 765 ნახვა

დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი დღის წინ ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი