ბათუმის დრამატული თეატრის გასტროლი თბილისში

03 მაისი 2022, 10:54 190 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის გასტროლი დედაქალაქში. დასმა  ტანკრედ დორსტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინა. „მე, ფოიერბახი“ - ბათუმელი მსახიობების მონაწილეობით დადგმა მაყურებელმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ნახა.

ტანკრედ დორსტი გერმანელი, ცნობილი დრამატურგია, რომელმაც ევროპაში თეატრალურ ასპარეზზე აქტიურად მოღვაწეობა 60-იანი წლებიდან დაიწყო. მისი პიესები დღევანდელობასთან პირდაპირ კავშირშია: „დორსტის პიესები ეხმაურება ცხოვრებისეულ ცვლილებებს, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება დროის თანამგზავრი."

გასტროლის ფარგლებში დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლები წარადგინა ვასო აბაშიძის ახალ თეატრში, სადაც მაყურებელმა  დავით დოაიშვილის სპექტაკლი „თამაში“ ნახა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში