მოსკოვის გარეუბანსა და ციმბირში ძლიერ ხანძრებს ებრძვიან

03 მაისი 2022, 10:13 611 ნახვა

მოსკოვის გარეუბანში ქაღალდის საწყობი იწვის.  ცეცხლი 34 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.  ადგილზე ასამდე მეხანძრე და 33 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ტერიტორიაზე  კრემლის გამომცემლობის საწყობი მდებარეობს. 

ძლიერი ხანძარი მძვინვარებს რუსეთის კრასნოიარსკის მხარეშიც, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.   ცეცხლი უკიდია 250 ჰექტარ ტყეს.  ხანძარის ჩაქრობაში ავიაციაც ჩართეს.

ცეცხლის ლოკალიზებას ხელს უშლის  ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე  წამში 15 მეტრს შეადგენს. 

ადრე ტყის ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს  ჯარისკაცებიც ეხმარებოდნენ, თუმცა  უკრაინაში ომის გამო ახლა საჯარისო ნაწილები კონფლიქტის ზონაშია გადასროლილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი