ჭამოს კვერცხი და ხაჭო დამთავრდება პრობლემა - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე და გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება.
,,მარტივად გვაქვს საქმე - შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი.
ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა, რაც არ აქვს გამოცხადებული. არ ვიცი რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და ვერ ჭამდე ხაჭოს.
ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება ზუსტად იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან. კაცს ეკუთნის სასჯელის მოხდა და უნდა მოიხადოს ბოლომდე. რაც შეეხება ჯანდაცვის კუთხით პასუხიმგებლობას, ამას ხელიუსფლება ბოლომდე შეასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.