რამადან ბაირამი

02 მაისი 2022, 10:50 755 ნახვა

რამადან ბაირამი აღნიშნეს ქედაშიც. დილის ლოცვა ყველა მოქმედ მეჩეთში შესრულდა. სოფელ მეძიბნის ჯამეში რამადან ბაირამის ლოცვა მეჩეთის იმამმა ზებურ დუმბაძემ აღავლინა.

ბაირამს წინ 30 დღიანი მარხვა უძღოდა, რომლის დროსაც დღის განმავლობაში მრევლი საჭმელსა და წყალზე უარს ამბობს. 

მორწმუნეებს ბაირამი ქედის მერმა მიულოცა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში