მიხაილო პოდოლიაკი  - ყველა პრორუს ოლიგარქს "დე-ოლიგარქიზაცია" ემუქრება

29 აპრილი 2022, 10:59 630 ნახვა

,,საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა“ - ამბობს  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი.  

მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ აჩვენა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე უარი. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა რუს ოლიგარქს შეეხება "დეოლიგარქიზაცია" - წერს პოდოლიაკი.  

პოდოლიაკის ამ განცხადებას  ქართველი კანონმდებლები გამოეხმაურნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი