საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ განაგრძობს აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.