ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მან ჟურნალისტებს ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი - გამარჯვების პარტია არსებობს.
„ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის უმაღლესი რადა, უკრაინის პრეზიდენტი“-განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ანდრეი კასიანოვს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
„მე ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, რომ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად თქვა და სად მოისმინა. ჩვენ გვაქვს კავშირის ეფექტური არხები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ეფექტურად განვიხილოთ ყველა საკითხი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
მისივე განმარტებით, აქვთ კავშირის ეფექტური არხები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევთ, ეფექტურად განიხილონ ყველა საკითხი.