ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.