გახდება თუ არა მეოთხე პრეზიდენტი ენმ-ის ახალი თავმჯდომარე?

26 აპრილი 2022, 19:35 1179 ნახვა

იქნება თუ არა ერთ დროს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე.  ცნობილია ის, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან. კიევში ვიზიტის კომენტირებისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს. ინფორმაციას კი თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი მარგველაშვილი უარყოფენ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატურა არც კი განხილულა და მმართველი პარტია ამით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გადაფარვას ცდილობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი