ომის 62 დღე უკრაინაში

26 აპრილი 2022, 18:01 1107 ნახვა

მარიუპოლში კრიზისია და გაერო მზადაა  ქალაქში ლოგისტიკური რესურსების მობილიზება განახორციელოს - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ეს მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო ევაკუაციის საშუალებას მისცემს ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ. სერგეი ლავროვმა კი პრესკონფერენციაზე უკრაინაში არსებულ ვითარებას NATO-ს უსასრულო გაფართოების შედეგი უწოდა. მოსკოვის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავა. დღესვე გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა დაგეგმილია  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამ შეხვედრების  ფონზე, აგრესორები არ წყვეტენ ცეცლს უკრაინაში, იბომბება ქალაქები,   იერიშებს ახორციელებენ მშვიდობიან მოქალაქეებზე. აზოვსტალის ქარხანა, სადაც მარიუპოლის დამცველები არიან განლაგებულები კვლავ ოკუპანტების სამიზნეა. მხოლოდ გუშინ ღამით მტრის ჯარებმა ,, აზოვსტალზე"   ავიაიერიში  35- ჯერ მიიტანეს.  დაბომბვისას   ერთ-ერთ სახელოსნოს გაუჩნდა  ცეცხლი -  დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ახლა ნანგრევების ქვეშ არიან.  ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მიკოლაევზე, ხარკოვის რეგიონში დაბომბვებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. ხერსონში ერთ-ერთი ეკლესიის სარდაფში ამ დრომდე რჩება 58 ბავშვი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი