გერმანიაში ისტორიული შეხვედრა დაიწყო. მასში მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ.
სამიტის მთავარი თემა უკრაინის შეიარაღება, ასევე იმსჯელებენ ფრონტზე არსებულ სიტუაციასა და ქვეყნის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაზე.
შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ესწრება. სამიტი გერმანიაში რამშტაინის ამერიკულ ავიაბაზაზე მიმდინარეობს.