ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან, რადგან მათი მორალური ფასეულობები თანხვედრაშია - კობახიძე მარგველაშვილის ენმ-ს თავმჯდომარედ დანიშვნაზე 

26 აპრილი 2022, 13:11 2204 ნახვა

დიდი ხანია, სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, სხვებზე და ბუნებრივია, მას მელიას თავიდან მოცილება სურს. რეალური ლიდერი ასეც და ისეც, არც მელიაა და არც მარგველაშვილი იქნება. რეალური ლიდერი იქნება სააკაშვილი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

​''ფაქტობრივად აქამდე გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. როცა რიგითი წევრობიდან პარტიის თავმჯდომარე ხდები, არის დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე, ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან, რადგან მათი მორალური ფასეულობები ერთმანეთთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.

გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობის გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის შიგნით არის კონფლიქტები. როცა პარტია სერიოზულად სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს პარტიის შიგნით დაპირისპირებები. ლოგიკურია, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა და მას ამის გაკეთება ურისკოდ უნდოდა.

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილი მხილებულია სასამართლო წესით უმძიმეს დანაშაულებში და სასჯელი თავიდან ბოლომდე უნდა მოიხადოს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა არა მხოლოდ ხელისუფლების გადატრიალებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დღეს, აქ გაჩაღებული ომი ყოფილიყო და ჩვენ ვმდგარიყავით არა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობაში, არამედ სადღაც გახიზნული და აქ სააკაშვილის გეგმებით რუსული ტანკებით მდგარიყვნენ.  გაიხსენეთ, 2008 წელს რაში აწყობდა, რომ გორსა და სენაკში შემოსულიყო რუსული ტანკები. რაშიც მაშინ აწყობდა რუსული ტანკების შემოსვლა, ახლაც იგივეში აწყობს თბილისში რუსული ტანკების შემოსვლა, მაგრამ ბუნებრივია, სააკაშვილი ამას არ ეღირსება და უნდა იჯდეს ციხეში“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი