გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

26 აპრილი 2022, 12:55 1555 ნახვა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - ინფორმაციას ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' ავრცელებს. 

გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კი უარყოფს ცალკეულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავად პარტიას ტოვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიშნება.

„გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს'' - განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი