დღეს გერმანიაში რამშტეინის ავიაბაზაზე უკრაინის უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა შედგება. რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გაუძღვება. მასში მონაწილეობას 20 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ღონისძიებას დაესწრება ნატო-ს გენერალური მდივანიც.
შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გარდა, ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების წინაშე მდგარი უსაფრთხოების საკითხები იქნება.