სენაკში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულების ნაწილს ბრალი უკვე წაუყენეს. დანარჩენს ბრალდებულებს კი, ბრალი დღის ბოლომდე წარედგინებათ. ხუთი ახალგაზრდიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატი კი, ძალადობის პროვოცირებაში თავად დაზარალებულ პოლიციელს ადანაშაულებს. პოლიციელის მამა კი აცხადებს, რომ თავდაპირველად მის შვილს გინება დაუწყეს, ერთმა ახალგაზრდამ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლი სახეში ესროლა, შემდეგ კი წიხლებს ურტყამდნენ. დაშავებული სამართალდამცველი ოჯახის წევრების თქმით, პოლიციელს სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნება.საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.