საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 301 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.12%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 7, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 964.