კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ჩავიდნენ. “ეს წუთია ჩამოვედი კიევში.
უკრაინას ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება აქვს” -წერს სანჩესი ტვიტერზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქებს მოინახულებს, შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.
ესპანეთი კიევში მისი საელჩოს მუშაობის განახლებას უახლოეს დროში აპირებს.