შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ თვითმმართველობა ყოველთვიურ დახმარებას გადასცემს. 100 ლარიან შემწეობას ამ დროისთვის ადგილზე მცხოვრები ოთხი ბენეფიციარი მიიღებს. შუახევის მერიაში მსგავსი კატეგორიის სულ რვა მოქალაქეა აღრიცხული, ნაწილი ყველა კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს - უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა ან სხვა დოკუმენტური უზუსტობა. მერია სამომავლოდ ყველა მარტოხელა მშობლის ამ შემთხვევაში დედის პროგრამაში ჩართვას გეგმავს. 100ლარიან დახმარებას მარტოხელა მშობლები მაისიდან მიიღებენ.