უკრაინა მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს

20 აპრილი 2022, 18:03 1135 ნახვა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაზრდის მიზნით, უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებისგან, მათ შორის აშშ-სგან ავიაგამანადგურებლები და საჰაერო ხომალდების ნაწილები მიიღო. საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომლის უკრაინაში ტრანსპორტირებაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას მიაწვდის. აშშ პირველად დათანხმდა, რომ კიევს მიაწოდოს ისეთი მაღალი სიმძლავრის შესაძლებლობის მქონე სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი ესკალაციის საფრთხედ აღიქვამდა. დახმარების პაკეტში შედის საბჭოთა წარმოების მი-17-ის ტიპის ვერტმფრენები, ჰაუბიცები და სვიჩლეიდის უპილოტო საფრენი აპარატები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი