დააკავეს პირი, რომელმაც სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი თაღლითურად დაირეგისტრირა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების 991 მ2 მიწის ნაკვეთის მითვისების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა თითქოსდა ქალაქ ბაქოში, ნოტარიუსის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტერიტორია დაირეგისტრირა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალსიწინებს.