შოლცი პუტინს მიმართავს: “ შეაჩერეთ ეს საშინელი ომი, შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა“

20 აპრილი 2022, 11:22 973 ნახვა

გერმანიის კანცლერი კი აცხადებს, რომ  გერმანიამ ამოწურა იარაღი, რომელიც შეუძლია უკრაინას თავისი მარაგებიდან მიაწოდოს, მაგრამ იმუშავებს კერძო სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებლებთან, რათა კიევს, მისი მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან გერმანიის კანცლერი მიმართავს პუტინს.   ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს უკრაინაში ომი შეაჩეროს. მისი  განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს. 

„ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად სრულიად ვიზიარებთ იმ აზრს, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, - განაცხადა შოლცმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში