გაეროს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს უახლოეს დღეებში არ ელოდება

19 აპრილი 2022, 10:09 745 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის შესაძლო გამოცხადება ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა.

მარტინ გრიფიტსმა ისაუბრა თავისი მცდელობის შესახებ, მიეღწია შეთანხმებისთვის ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტისთვის, რათა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა მოხდეს.

აღნიშნული საკითხის განსახილველად მიმდინარე თვეში გრიფიტსმა შეხვედრები გამართა მოსკოვსა და კიევში. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტა დღის წესრიგში ჯერ არ აქვთ.

როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო გამოცხადება დამოკიდებული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი