გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე იმსჯელებს

19 აპრილი 2022, 10:08 659 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საკითხის განხილვის ინიციატივა დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

სხდომაზე მიწვეულია უკრაინის ელჩი გაეროში, რომელიც სხდომაზე სიტყვით გამოვა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ქვეყნიდან გავიდა თითქმის 5 მილიონი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში