მოჭიდავეების 12 მედალი საქართველოს ჩემპიონატზე

19 აპრილი 2022, 10:00 539 ნახვა

გურჯაანში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც ბათუმის სპორტის სასახლის მოჭიდავეებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ რომეო ბერიძე, ნიკა ბროლაძე და აჩიკო ბოლქვაძე. ვერცხლის მედლები თორნიკე მიქელაძემ, იაგო გობაძემ და ლაშა ბოლქვაძემ მოიპოვეს.

ანრი ხოზრევანიძე, თორნიკე ვაშაყმაძე, ბესო მახარაძე, თორნიკე შაინიძე, ნიკა პაქსაძე და ანრი დავითაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი