19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 161 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 329 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 271 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.36% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.18%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი -22, შიდა ქართლი - 26, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 166 საიდანაც, 336 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 174, აჭარაში - 17, იმერეთში - 82. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 830 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.