ბათუმის "დინამომ" "გაგრა" დიდი ანგარიშით დაამარცხა - კვარაცხელიამ დუბლი ეფექტური გოლით შეასრულა

18 აპრილი 2022, 23:48 1470 ნახვა

ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა'' მიიღო და დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მასპინძლებს დუბლითა და საგოლე პასით დაეხმარა.

ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ, ლიგაში პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა.

"გაგრას“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ მალე სხვაობა შეამცირა.

კვარაცხელიამ დუბლი ულამაზესი გოლით შეასრულა და ბათუმელთა უპირატესობა გაზარდა.

მეოთხე გოლი  სტუმრებს ჯოვინო ფლამარიონმაც გაუტანა, მე-80 წუთზე მასპინძელთა კარი კი გიორგი ბუხაიძემ აიღო.

საბოლოო ანგარიში კი მილან რადინმა დააფიქსირა და ბათუმელებმა 5:2 მოიგეს.

8 ტურის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის ,,დინამომ'' 19 ქულა დააგროვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი