„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა.
ამასთან, „სიენენი“ აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.