სუს-მა გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა

14 აპრილი 2022, 11:56 810 ნახვა

სუს-მა დააკავა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მთავარი ბუღალტერი. ირკვევა, რომ იგი  ბიუჯეტის ფულს  ტოტალიზატორებში ხარჯავდა. საუბარია  თითქმის 144 ათას ლარზე. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჯერ საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა ბიუჯეტიდან თანხას, შემდეგ კი ფულს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა.

ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი