საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება

13 აპრილი 2022, 19:11 990 ნახვა

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა.

"მე შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. ზოგადად, რა თქმა უნდა, სოლიდარობის გამოცხადება პარლამენტის ბევრ წევრს უნდა. დელეგაციაზე შეთავაზება მქონდა, რომ ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და თანაბარი რაოდენობით ოპოზიციის წევრები - 3 უმრავლესობის წევრი და 3 ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას არ იზიარებს. სამწუხაროა, რომ ეს შიდაპარტიული თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს ხოლმე მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პაპუაშვილის გარდა, უკრაინაში მმართველი გუნდიდან გაემგზავრებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია. 

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი, ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცალ-ცალკე გაემგზავრებიან.

"დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც არის ჩვენი ფრაქციის პოზიცია, ჩემი პარტიის პოზიცია. კარგია, თუ შალვა პაპუაშვილი მიემგზავრება უკრაინაში, რაც ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი. ოპოზიცია წავა ცალკე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე -  ცალკე. ეს იყო ჩემი პოზიცია, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის უმრავლესობას ვუთხარი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი