დღეს პენტაგონშიაშშ-ში იარაღის რვა საუკეთესო მწარმოებელთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უკრაინის იარაღის საჭიროებებზე იმსჯელებენ

13 აპრილი 2022, 10:21 582 ნახვა

დღეს  პენტაგონში  აშშ-ში იარაღის რვა საუკეთესო მწარმოებელთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უკრაინის იარაღის საჭიროებებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს. შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება თავდაცვის მდივნის მოადგილე კეტლინ ჰიქსი.

პენტაგონმა განაცხადა, რომ ყველაზე სასარგებლო იარაღი არის ისეთი სისტემები, როგორიცაა ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო  და სტინგერის საზენიტო რაკეტები, რომლებსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინას „თითქმის ყოველდღიურად“ აწვდიან.

უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 750 მილიონით დაეხმარება, საუბარია სამხედრო დახმარებაზე - წერს როიტერი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში