აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში და გამოხმაურებები

13 აპრილი 2022, 10:50 1069 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2021 წელს ადამიანის უფლებების საკითხს ეხება, აღნიშნულია, რომ საქართველოში დაუსჯელობა პრობლემად რჩება. არჩევნები, 5 ივლისის მოვლენები, მიხეილ სააკაშვილის დაკავება, ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ამ და სხვა თემებზე ვკითხულობთ ყოველწლიურ ანგარიშში.

85 გვერდიანი დოკუმენტში საუბარია არჩევნების ორი ტურის შესახებ, რომელიც ეუთოს შეფასებით იყო კონკურენტული, თუმცა "გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა პროცესის ზოგიერთ ასპექტში".

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემებია. ანგარიშში მიმოხილულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ოფისის მტკიცებით, იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია ყოფილი პრეზიდენტის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლება. დოკუმენტში ხაზგასმულია რუსული ბორდერიზაციის გაზრდა. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში აფასებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი