უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ნიკოლოზ შანავას და დავით მენაბდიშვილის ცხედრები ახლა კიევში ვლადიმერსკის ტაძარშია დასვენებული, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს.
ქართველი მებრძოლები 9 აპრილს ქალაქ იზიუმთან ახლოს 18 საათიანი უთანასწორო ბრძოლის დროს დაიღუპნენ.
ამავე ბრძოლაში დაიჭრა 5 ქართველი და ისინი ამ დრომდე სამხედრო ჰოსპიტალში რჩებიან.