ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი

11 აპრილი 2022, 18:15 682 ნახვა

საქართველოს ევროინტეგრაცია, რეფორმები, რუსული საფრთხე და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო ევროპარლამენტის დელეგაციის პრემიერთან, დეპუტატებთან და პრეზიდენტთან შეხვედრის თემა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება მობილიზებულია, რომ ბრიუსელში შევსებული კითხვარი უმოკლეს ვადაში გაიგზავნოს. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. მკაცრი იყო ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს, რომ ხელისუფლება არ ატარებს იმ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. მმართველი პარტიის წევრებისთვის კი ევროპელი კანონმდებლების ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ საქართველო რეგიონში დასაყრდენია და სათანადოდ აფასებენ განხორციელებულ რეფორმებს. ევროპარლამენტარების ოფიციალური შეხვედრები თბილისში  სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი