ტურიზმის ტემპის აღდგენა არის ძალიან მაღალი, იანვრის თვეში ეს იყო დაახლოებით 69% - ლაშა ხუციშვილი

11 აპრილი 2022, 13:22 1475 ნახვა

ტურიზმის ტემპის აღდგენა არის ძალიან მაღალი, იმ შემთხვევაში თუ სცენარი სწორედ აი ამ ტემპით განვითარდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„16,3% იყო ეკონომიკური ზრდა იანვარი და თებერვლის ჯამური მონაცემი და ეს არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია, ამას თავისი ფაქტორები აქვს, რამაც განაპირობა აღნიშნული ზრდა, გარდა იმ საბაზისო ფაქტორისა, მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის მიმართულებით ქვეყანას აქვს საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი და ექსპორტი გაზრდილია ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ დიდი ოდენობით. მარტის თვეშიც შენარჩუნებულია ექსპორტის მაღალი ზრდა, შენარჩუნებულია ფულადი შემოდინებები, მათ შორის ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმის მიმართულება, რომელიც ნარჩუნდება მაღალი ტემპით.

ბუნებრივია, ის პროგნოზი, რომელიც გასული წლის ბოლოს იყო დაფიქსირებული ჩვენს მიერ, მათ შორის, შესაბამის წლიურ ბიუჯეტში, ბუნებრივია ძალიან რთული იქნება ამ მაჩვენებელზე მიღწევა, თუმცა ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მაჩვენებლებთან დაახლოებული იყოს.

ტურიზმის ტემპის აღდგენა არის ძალიან მაღალი - იანვრის თვეში ეს იყო დაახლოებით 69%, თებერვლის თვეში - 60%-ზე მეტი, ვადარებ 2019 წლის მონაცემს და იმ შემთხვევაში თუ სცენარი სწორედ აი ამ ტემპით განვითარდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული, გასული წლის ბოლოს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი