ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი

11 აპრილი 2022, 11:32 883 ნახვა

ევროკავშირის წევრობის კითხვარის მოლოდინში მყოფ ქვეყანას   ევროპარლამენტის დელეგაცია სტუმრობს, პირველი შეხვედრა პარლამენტიდან დაიწყო.

ჯერ ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან იმართება აუდიენცია, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გაესაუბრებიან.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და უსაფრთხოება - დეპუტატები ევროპარლამენტარებთან ამ საკითხებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს კი მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება.

ამ დროისთვის შეხვედრასთან დაკავშირებით წინასწარი კომენტარები არ გაკეთებულა. პარლამენტში შეხვედრამდე ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს ქვეყნის პრეზიდენტი შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ დროისთვის მხოლოდ შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი