უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება ფრონტის ხაზზე არსებული რთული მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება.
უკრაინაში შეტაკებების დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ემსხვერპლა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა. არიან დაშავებულები. ნონა დიასამიძეს ჩავრთავთ თემის დეტალებით.
ქართველი მებრძოლები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბატალიონში - კარპასკა სიჩში ირიცხებოდნენ. ხარკოვთან ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს. დავით მენაბდიშვილის ოჯახის ახლობელბი ამბობენ რომ ის 2008 წელშიც ომობდა, ასევე იბრძოდა 2014 წელს დონბასში.
ცნობისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.