ირაკლი კუპრაძის წინააღმდეგ სასამართლომ საქმე შეწყვიტა

09 აპრილი 2022, 18:25 1028 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ   საკრებულოს წევრის ირაკლი კუპრაძის  წინააღდეგ საქმის წარმოება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო.

სასამართლომ დღეს ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. ოქმის შემდგენი მხარე ამტკიცებდა, რომ პირველ მარტს ირაკლი კუპრაძე აჭარის მთავრობის სახლთან  პოლიციელებს მონას ეძახდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ამას გარდა,  სამართალდამცველები ირწმუნებოდნენ, რომ  საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას ცდილობდა და დაკავების შემდეგ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს.

ირაკლი კუპრაძე ოქმის შემდგენ პირებს ვიდეომონტაჟში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების შემდეგ 48 საათი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში