„ლელომ“ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელმაც „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და აკრძალოს“. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საკითხი ვერც ერთმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ძალამ ბოლომდე ვერ მიიყვანა. „გირჩი“ კანონპროექტს მავნებლურს უწოდებს, ამბობენ, რომ კანონპროექტი წარსულში ქექვასა და ხელისუფლების მიერ მედიის კონტროლს ემსახურება და ამის მხარდაჭერას არ აპირებენ. ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი კი პარტია ლელოს საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს დაუჭერს, ამბობენ, რომ ყველა ინიციატივას რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება და გმობს რუსეთის აგრესიას მათი მხარდაჭერა ექნება. მმართველ გუნდში კი ამ ეტაპზე, კანონპროექტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია არ აქვთ, აქვთ შენიშვნებიც. როგორც განმარტეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების დასაცავად, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო მასშტაბით.