10 აპრილს საქართველოს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა

08 აპრილი 2022, 14:32 740 ნახვა

საქართველოს 10 აპრილს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა.

ევროპარლამენტარები შეაფასებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო შედეგებს საქართველოსთვის და გამოხატავენ თავიანთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე შეაფასებენ ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქარველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან.

ისინი ასევე აპირებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ჩასვლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი