ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ცხედრებს ტანკებით გადაუარეს - ირპენის მერი

07 აპრილი 2022, 13:09 1052 ნახვა

ირპენის მერის განცხადებით, რუსმა დამპყრობლებმა ქალაქში ნამდვილი სისასტიკე ჩაიდინეს - მათ დახვრიტეს ხალხი, შემდეგ კი ცხედრებს ტანკებით გადაუარეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ირპენის გათავისუფლების შემდეგ მათ ცხედრების ნიჩბებით შეგროვება მოუხდათ.

„ოკუპირებულ რაიონში არიან დახოცილი ქალები და  ბავშვები. როცა ქალაქის ნაწილი გავათავისუფლეთ, მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ოკუპანტებმა დაიწყეს ოჯახების დაშორება, კაცები წაიყვანეს, ბავშვები და ქალები დატოვეს. დახვრიტეს, ვისაც დამორჩილება არ სურდა. შემდეგ კი ცხედრებზე ტანკებით გადაიარეს. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, მათი ნეშტები ნიჩბებით გამოგვქონდა"-განაცხადა ალექსანდრე მარკუშინმა.

მერმა აღნიშნა, რომ არის ქალების გაუპატიურების შემთხვევებიც.

მისივე თქმით, ქალების მკვლელობებისა და ძალადობის გარდა, რუსი დამპყრობლები უმოწყალოდ ძარცვავდნენ ადგილობრივების სახლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი