შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

07 აპრილი 2022, 11:05 560 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე"დაწერა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეტერ ჰულთქვისტსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი.  

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში