განცხადებები ევროპარლამენტში

06 აპრილი 2022, 14:36 631 ნახვა

შარლ მიშელი რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს დაყარონ იარაღი და არ იყვნენ კრიმინალები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, უკვე გამოიკვეთა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან თავშესაფარი მისცენ ჯარისკაცებს, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთის ბრძანებების შესრულებაზე. შარლ მიშელმა თავის ევროპელ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის მიერ ჩადენილი სიმხეცის შესაჩერებლად. 

შარლ მიშელი ამბობს, რომ ამკაცრებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნონ მაქსიმალური წნეხი კრემლზე, ასევე ფიქრობს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე ზომების მიღება ადრე თუ გვიან საჭირო იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი კი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარს ომის დანაშაულს უწოდებს. მისი თქმით, გროვდება მასალა და აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში ყველა, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა შეამციროს, რათა საკუთარი ღირებულებების დაცვა უკეთ მოახერხოს. მისი თქმით, უსამართლობაა, როცა რუსეთი იმაზე მეტს იღებს ფინანსურად ევროპისგან, ვიდრე ამას უკრაინა, რომელიც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მსხვერპლია.  

"მილიარდი ევრო მივეცით უკრაინას დასახმარებლად, ამ დროს, ამ თანხას რუსეთს ენერგორესურსებში ყოველდღიურად ვუხდით" - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი